სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა

200 ლარი ფერმერებს 1 ჰა დარეგისტრირებულ მიწაზე - სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა

საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოდგინა.

პრეზენტაციაზე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა და ამისთვის მთავრობამ სოფლის მეურნეობის არსებული პროგრამების დაფინანსების გასაზრდელად გეგმა შეიმუშავა.

გახარიას თქმით, დახმარება მოიცავს:

  • თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, 1 ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოდან 200 ლარის სუბსიდირებით. ეს ნიშნავს, რომ საშუალო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც აქვთ 10 ჰექტარი მიწა, მიიღებენ 1000-ლარიან დახმარებას. ეს პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომლებსაც აქვთ შედარებით ნაკლები ფართობის მიწები.
  • ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე 1 ლარით იაფი.
  • ყველა ფერმერი საქართველოში - 42 000, სრულად გათავისუფლდება საერიგაციო საფასურისგან, სარწყავი წყალი ექნებათ უფასოდ 20 წლის განმავლობაში.
  • თითოეული ფერმერი, რომელსაც დასჭირდება სარწყავი სისტემის მოწყობა, მას მთავრობა ფულის სახით, პირდაპირი დაფინანსების სახით ამ სამუშაოს ღირებულის 50%-ით დაეხმარება, ეს იქნება გრანტი.

პროექტის ბიუჯეტი 300 მილიონი ლარია.

გახარიას თქმით, ფერმერებს შეეძლებათ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვედანაყოფებს 20 მაისიდან მიმართონ.

მისივე განცხადებით, დახმარებას ის ფერმერები, რომლებსაც მიწა დარეგისტრირებული აქვთ. დახმარების მიღებას ასევე შეძლებენ ისინი, ვისაც ამ ეტაპზე მიწა დარეგისტრირებული არ აქვთ, მაგრამ ამას წლის ბოლომდე გააკეთებენ.

კომენტარები