ალეკ ბოლდუინმა ტრამპი განასახიერა და მათეთრებელი დალია

NY Daily News

კომიკოსმა ალეკ ბოლდუინმა შოუში Saturday Night Live ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განასახიერა.

გასულ თვეს ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ორგანიზმში სადეზინფექციო საშუალებების, მათ შორის მათეთრებლის შეყვანის შესახებ ისაუბრა. და მოსახლეობას აღნიშნული სითხეების დალევისკენ მოუწოდა. შემდგომში პრეზიდენტმა განმარტა, რომ იხუმრა. 

ბოლდუინმა ტრამპის ხუმრობას ხუმრობით უპასუხა და პაროდიის მსვლელობისას სარეცხის მათეთრებელი სითხე მოსვა.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=190&v=KLLU3LvK_Hc&feature=emb_logo]

კომენტარები