ტელეგრაფის შენობა

Silk Road ჯგუფმა ტელეგრაფის შენობისთვის €15 მილიონიანი დანიური ინვესტიცია მოიზიდა

Silk Road ჯგუფმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე მდებარე ტელეგრაფის შენობისთვის 15 მილიონ ევროიანი ინვესტიცია მოიზიდა.

ინვესტორი დანიის საინვესტიციო ფონდია განვითარებადი ქვეყნებისთვის (IFU).

Silk Road ჯგუფის თანახმად, შენობაში 220 ოთახიანი სასტუმრო განთავსდება, რომელიც 350 ადამიანს დაასაქმებს.

გარდა ამისა, იგეგმება შენობის პირველ სართულზე საკვები დაწესებულებებისა და სახურავის ტერასის მოწყობა. პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს შენობის მოზრდილი შიდა ეზოს საბანკეტო და შეხვედრების ადგილად გარდაქმნას.

როგორც Silk Road ჯგუფის განცხადებაშია ნათქვამი, შენობის სიახლოვე ჯგუფის კიდევ ერთ პროექტთან, Radisson Blue Iveria-სთან, პროექტისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა, რაც ხელს შეუწყობს, რომ პირველი რესპუბლიკის მოედანი წამყვან ტურისტულ წერტილად იქცეს.

კომენტარები