კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში - 317

STR/AFP via Getty Images

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 8 პაციენტი განიკურნა. ვირუსული ინფექციისგან ჯამში 317 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში, 11 მაისის დილის მონაცემებით, COVID 19 კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა. ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 638-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 10 ადამიანი.

საკარანტინო რეჟიმში 4 896 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 444 ადამიანი რჩება.

კომენტარები