ოკუპირებული ტერიტორიები

ოკუპირებულმა ცხინვალმა საოკუპაციო ხაზთან საბჭოთა კავშირის დროშა აღმართა

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ საოკუპაციო ხაზზე დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ დროშასთან ერთად, საბჭოთა კავშირის დროშაც აღმართა. ფოტო-მასალას დე-ფაქტო ხელისუფლების საინფორმაციო სააგენტო Res ავრცელებს. 



ფოტო: Cominf.org

სააგენტო ასევე ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებასაც ავრცელებს, სადაც საერთაშორისო საზოგადოებაა გაკრიტიკებული იმის გამო, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რომლებსაც მარიონეტული ხელისუფლებები მართავენ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ.

ამასთან, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო სუკ-ი 1992 წლიდან 2008 წლამდე პერიოდს "სამამულო ომად" მოიხსენიებს და თავს მის გამარჯვებულად აცხადებს.

ფაშიზმზე გამარჯვებას 9 მაისს მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწილი აღნიშნავს - აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა და საქართველო.

ბალტისპირეთის ქვეყნები ამ დღეს არ აღნიშნავენ, ხოლო დასავლური ქვეყნები ფაშიზმზე გამარჯვებას ერთი დღით ადრე, 8 მაისს ზეიმობენ. 9 მაისს კი ევროპის დღე აღინიშნება. 

კომენტარები