პირველად არსებობის ისტორიაში, ნორვეგიის სუვერენული ფონდი აქტივებს გაყიდის

მსოფლიოს უმსხვილესი, ნორვეგიის საპენსიო ფონდი, არსებობის ისტორიაში პირველად, ბიუჯეტის დასაფარად, აქტივებს გაყიდის. ფონდის აქტივების მოცულობა ტრილიონ დოლარს აღემატება. 

ბიუჯეტის დეფიციტის სუვერენული ფონდიდან ფინანსირებას ნორვეგიის კანონმდებლობა ითვალისწინებს. ქვეყნის ეკონომიკაზე ურაყოფითად აისახა კორონავირუსის პანდემია და ნავთობის ფასის ვარდნა, რომელიც ქვეყნის მთავარი საექსპორტო პროდუქტია. 

კრიზისისს ფონზე, ნორვეგიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ნულამდე შეამცირა. ხელისუფლების ცნობით, მიმდინარე კრიზისის ფონზე, ბიუჯეტის დეფიციტი, შესაძლოა, 26 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს, თუმცა "რადგანაც უზარმაზარი ფონდი მხარს უჭერს სახელმწიფოს, ფისკალური დრამა არ არსებობს", - თქვა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ოიტენ ოლსენმა. 

ნორვეგიის სუვერენული საპენსიო ფონდი 1990 წელს დაარსდა. თავდაპირველი იდეის მიხედვით ფონდში ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი ირიცხებოდა, პირველი ჩარიცხვა ფონდის ანგარიშზე 1996 წელს განხორციელდა.

ამ წლების განმავლობაში ფონდმა ფინანსური საქმიანობის უფლებაც მიიღო. შედეგად, ამ დროისთვის, ფონდი მსოფლიოში რეგისტრირებული კომპანიების ჯამურად 1,5%-ს ფლობს. საშუალო ისტორიული შემოსავლიანობა ერთი აქციიდან 6%-ს აღემატება. 

ნორვეგიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 27 თებერვალს გამოვლინდა. ჯონს პოკკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის გამოვლენელია სულ 8 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 218 პაციენტი.

 

კომენტარები