კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში - 297

STR/AFP via Getty Images

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 9 პაციენტი განიკურნა. ვირუსული ინფექციისგან ჯამში 297 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში, 9 მაისის დილის მონაცემებით, COVID 19 კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა. ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 626-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 10 ადამიანი.

საკარანტინო რეჟიმში 4 702 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 459 ადამიანი რჩება.

კომენტარები