11 მაისიდან 12 დღით ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე მანქანების მოძრაობა შეიზღუდება

ტაბულა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო, 11 მაისს, 06:00 საათიდან 12 დღის განმავლობაში, საავტომობილო მიმოსვლა შეიზღუდება ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე. მერიის ინფორმაციითვე, ამ მონაკვეთზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება იწყება.

მერიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. სარეაბილიტაციო არეალი ჯამში 2.5 კილომეტრს მოიცავს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "ჯეუ გრუპი" ასრულებს. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯა.

კომენტარები