კორონავირუსი საქართველოში

ნიჟარაძე: კლინიკა მედალფაში 17 პაციენტი რჩება, გუშინ 2 განკურნებული დაგვემატა

აჭარის ტელევიზია

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფრომაციით, ბათუმის კლინიკა "მედალფაში" 17 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მისივე თქმით, კორონავირუსისგან გუშინ, 6 აპრილს, კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

აჭარაში მე-7 დღეა, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.

"სულ აჭარაში, დღეის მდგომარეობით, 38 გამოჯანმრთელებული პირია. რაც შეეხება ქობულეთის კლასტერს, ისევ 36 პირი რჩება აღრიცხული და რეგისტრირებული. დაახლოებით 550 პირი თავისუფალია იზოლაციის რეჟიმისგან", - თქვა ნიჟარაძემ. 

საქართველოში კორონავირუსითინფიცირების 615 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 275 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში COVID-19-ით 9 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები