საგანგებოს წესების დარღვევა

24 საათში საგანგებო წესებისა და კომენდანტის დარღვევის 77 შემთხვევა გამოვლინდა

რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 77 ფაქტი გამოავლინეს.

კომენდანტის საათის დარღვევისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით 66 მოქალაქე დააჯარიმეს. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი დისტანციის დაუცველობის გამო კი - 7.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 მხოლოდ ერთი ადამიანი დააჯარიმეს. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთის კი - 3.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო ფიზიკური პირებისათვის ჯარიმა 3 000 ლარია, იურიდიული პირებისათვის კი 15 000.

კომენტარები