მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები

პანდემიის გამო კომპანია Walt Disney-იმ პირველ კვარტალში $1,4 მილიარდი იზარალა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კორპორაცია Walt Disney-ის ზარალმა 1,4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ კვარტლურ ანგარიშშია საუბარი. 

ზარალის უდიდეს ნაწილი, თითქმის 1 მილიარდ დოლარი, თემატური გასართობი პარკების დახურვას უკავშირდება. კომპანიის ცნობით, 2020 წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალი 91%-ით შემცირდა. 

ზარალის მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე უკავშირდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით სპორტული ღონისძიებების შეჩერებას. Disney რამდენიმე მსხვილ სპორტულ ტელეარხს ფლობს, მათ შორისაა - ABC, და ESPN. 8%-ით შემცირდა კომპანიის კინობიზნესისგან მიღებული შემოსავალიც. 

იზარალა კომპანიის სტრიმინგ მომსახურებამაც, რომელიც Netflix-ის მთავარი კონკურენტია. პირველი კვარტლის მონაცემებით, ბიზნესის ამ სეგმენტის საოპერაციო დანაკარგები 800 მილიონ დოლარს აღემატება. 

რთული ფინანსური მდგომარეობის ფონზე, კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ წელს დივიდენდებს აღარ გასცემს, რითიც 1.6 მილიარდი დოლარი ეკონომიას მოახდენს, ხოლო კაპიტაურ ხარჯებს 900 მილიონით შეამცირებს. 

კომენტარები