ტროლების დაბლოკვა

უდუმაშვილი: FACEBOOK-ის მიერ გაუქმებულ გვერდებთან ენმ-ს არანაირი კავშირი არ აქვს

rustavi2.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ნაციონალურ მოძრაობას არანაირი კავშირი არ აქვს იმ გვერდებთან, რომლებიც facebook-მა გააუქმა.

"თუ ვინმე ინდივიდუალურად ცდილობდა საკუთარი პოზიციის გამოხატვას, ეს მათი საქმეა. მე მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი გვერდი, რომელიც ავრცელებს სიყალბეს , რა თქმა უნდა, არ არის მისაღები და ის უნდა დაიბლოკოს", - ამბობს უდუმაშვილი.

მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ იმუშავა იმისთვის, რომ გარკვეული გვერდები დაბლოკილიყო.

უდუმაშვილი ასევე ამბობს, რომ დაბლოკილი გვერდების აბსოლუტური უმრავლესობა ეკუთვნის ქართულ ოცნებას.

"ბოლო წლების განმავლობაში, ქართული ოცნება დაკავებულია მხოლოდ იმით, რომ შექმნას ეს ტროლების ფაბრიკები მასიურად და ამაში იხარჯება მილიონობით ლარი", - ამბობს უდუმაშვილი.

Facebook-მა ქართული ოცნების PR კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის, მიერ შექმნილი ეSპერსონა და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში არაავთენტური ქცევის გამო გუშინ, 5 მაისს, გააუქმა.

ამასთან, Facebook-მა გააუქმა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.

სოციალური ქსელის გიგანტმა პლატფორმიდან ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა.

როგორც განცხადებაში წერია, ეს ქსელი დაკავშირებული იყო 2019 წლის 20 დეკემბერს წაშლილ ქსელთან, როდესაც Facebook-მა ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში გააუქმა. 

კომენტარები