კორონავირუსი საქართველოში

ნიჟარაძე: ბოლო 6 დღის განმავლობაში აჭარაში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვქონია

იმედი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ბოლო 6 დღის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ნინო ნიჟარაძის თქმით, აჭარაში COVID-19-ისგან სულ 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

"ისინი რეაბილიტაციის პერიოდს შესაბამის საკარანტინო სივრცეში ან თვითიზოლაციის სივრცეში გადიან. რაც შეეხება ქობულეთის კლასტერს, რეგისტრირებული პირების რაოდენობა ისევ 36 რჩება. სამივე სოფელში ყველა კონტაქტირებულ პირს იზოლაციის პერიოდი მოეხსნა. მიმდინარე კვირის ბოლოს 2 ინკუბაციური პერიოდი არის მილევადი, როდესაც ახალი შემთხვევები აღარ დაგვირეგისტრირებია. რაც შეეხება ქალაქის ტერიტორიას, აქ უკანასკნელად გამოვლენილ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებული 16 პირი რჩება იზოლაციაში", - თქვა ნიჟარაძემ. 

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 610 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 269 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში COVID-19-ით 9 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები