კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: დაავადების სიმძიმე, შესაძლოა, კრიტიკული იყოს ნებისმიერ შემთხვევაში

მძიმე პაციენტების ჯგუფში არიან პაციენტები, რომლებიც არიან 70 წლამდეც, არიან 40-დან 50 წლის ასაკობრივ ჯგუფშიც. ვერ ვიტყვით ისე, რომ ყველა მძიმე და კრიტიკული პაციენტი ექსკლუზიურად არის 70 წლის ზემოთ. რა თქმა უნდა, ეს ასევე უკავშირდება სხვა თანმხლებ ქრონიკულ დაავადებებს და სწორედ ამიტომ არის სიფრთხილე საჭირო. სიფრთხილეს უნდა მიმართონ არა მხოლოდ იმ პირებმა, ვინც მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფში არიან, არამედ ნებისმიერმა ჩვენგანმა, რადგან დაავადების სიმძიმე, შესაძლოა, იყოს კრიტიკული ნებისმიერ შემთხვევაში და ამაზე არა მხოლოდ ჩვენი, არამედ გლობალური სტატისტიკაც მიუთითებს. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია რუსთავი 2-ის ეთერში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ასაკობრივ ზღვარზე და შემთხვევებზე საუბრობს.

კომენტარები