ახალი კორონავირუსი ინდოეთში

ინდოეთში ეკონომიკის ჩაკეტვამ 122 მილიონი ადამიანი უსამსახუროდ დატოვა

GETTY IMAGES

ინდური ანალიტიკური ცენტრის, CMIE-ს თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად მიღებულმა ზომებმა ინდოეთში 122 მილიონი ადამიანი დატოვა უსამსახუროდ.

როგორც კვლევამ აჩვენა, მას შემდეგ, რაც ინდოეთის მთავრობამ აპრილიდან 40 დღით მკაცრი ზომები შემოიღო, რამაც ბიზნესსაქმიანობის შეწყვეტა გამოიწვია, 3 მაისისთვის უმუშევრობის დონემ 27.1%-ს მიაღწია.

CMIE-ს ცნობით, ყველაზე მძიმე დარტყმა დღიურ ხელფასზე მომუშავეებმა და მცირე ბიზნესში დასაქმებულებმა მიიღეს.

ანალიტიკურ ცენტრში ვარაუდობენ, რომ მკაცრი ზომების გახანგრძილევების გამო 1.3 მილიარდიან ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დამძიმდება.

ოფიციალური მონაცემებით, ინდოეთში ახალი კორონავირუსის 46 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. აქედან 1500-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 13 ათასამდე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები