შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის ბათუმში ლატვიის მოაქალაქე, 1987 წელს დაბადებული დ. გ. დააკავეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა ცოლს, რუსეთის მოქალაქეს, 1980 წელს დაბადებულ ო.ბ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დანით მოკვლით დაემუქრა. ასევე, ის შემაკავებელ ორდერს არღვევდა - ხშირად მიდიოდა ცოლის დროებით საცხოვრებელში და მას ესაუბრებოდა. შსს-ს ინფორმაციით, შემაკავებელი ორდერი ფსიქოლოგიური ძალადობისთვის გამოსცეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტითა და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და მუქარას, ასევე, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს. დანაშაულები 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისიწინებს.





