Twilight

TWILIGHT-ის ახალი წიგნი 4 აგვისტოს გამოვა - ამჯერად, ისტორიას ედვარდ კალენი მოყვება

Getty Images

Twilight-ის ახალი წიგნი 4 აგვისტოს გამოვა და ამჯერად, მთხრობელი ბელა სვონის ნაცვლად, ედვარდ კალენი იქნება.

ინფორმაცია ახალი წიგნის გამოსვლის შესახებ ავტორმა, სტეფანი მეიერმა დაადასტურა.

"სერიოზულად ვფიქრობდი, რომ ახალი წიგნის შესახებ არ გამომეცხადებინა, სანამ ყველაფერი ცხოვრების ნორმალურ ტემპს არ დაუბრუნდებოდა. თუმცა, ეს არასწორი იქნებოდა, რადგან დიდი ხანია, ამ წიგნს ელიან.

ზუსტად ვიცი, რამდენად მჭირდება ახლა ყურადღების გადატანა, რამდენად მჭირდება წინ ყურება და ასევე, რამდენად მჭირდება წიგნები წასაკითხად. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ეს წიგნი მკითხველებს მცირედ სიამოვნებას მიანიჭებს და მისცემს შანსს, რომ ცოტა ხნით წარმოსახვით სამყაროში იცხოვრონ", - თქვა სტეფანი მეიერმა.

Twilight-ის საგის მეოთხე ნაწილს "Midnight Sun" ერქმევა. 

სტეფანი მეიერმა პირველი წიგნი "Twilight" 2005 წელს, მეორე ნაწილი "New Moon" 2006 წელს, მესამე ნაწილი "Eclipse" 2007 წელს, ხოლო მეოთხე ნაწილი "Breaking Dawn" 2008 წელს გამოუშვა.

კომენტარები