კორონავირუსი საქართველოში

გოფოძე: მძიმე პაციენტის მკურნალობაში ქირურგებიც ჩაერთნენ, შესაბამისი კვლევები გაკეთდება

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის თქმით, კლინიკას დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ ჰყავს. მისივე თქმით, რამდენიმე ინფიცირებულს მწვავე პნევმონია აქვს, თუმცა მართვით სუნთქვაზე, ამ ეტაპამდე, არც ერთი მათგანი არაა.

მისივე ინფორმაციით, გუშინ, 3 მაისს კლინიკამ 2 ახალი ინფიცირებული მიიღო, რომლებსაც ვირუსი მსუბუქი ფორმით აქვთ. 

"ასევე, მივიღეთ სხვა მძიმე პაციენტიც, რომელსაც აქვს რიგი პრობლემები, არა მხოლოდ პნევმონია, არამედ სუნთქვის უკმარისობა, გამოხატულია მექანიკური სიყვითლე. დავიწყეთ ამ პაციენტის კვლევა. დღეს უკვე ქირურგები ჩაერთნენ მისი მკურნალობის პროცესში, გაკეთდება შესაბამისი გამოკვლევები", - ამბობს საავადმყოფოს დირექტორი.

მისივე თქმით, დღეს COVID 19-ზე 15-მდე პაციენტს ჩაუტარდება ტესტირება და ასევე, სამედიცინო პერსონალის ტესტირებაც დასრულდება. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 593 გახდა. აქედან 223 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 - გარდაიცვალა.

კომენტარები