კორონავირუსი საქართველოში

გოფოძე: კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა კლინიკა დატოვა

ამ დროისთვის 68 პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ, აქედან 38 პაციენტს დადასტურებული კოვიდინფექცია აქვს. როგორც იცით, გამოჯანმრთელებული პაციენტების გაწერაც დავიწყეთ. ამ დილას სამმა დატოვა კლინიკა. რეტესტირების რეჟიმში კიდევ რამდენიმე პაციენტია დღეს და თუ დადასტურდება, ხუთამდე პაციენტს ხვალაც გავუშვებთ, რომლებსაც ზედიზედ ნეგატიური პასუხი ექნებათ. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რამდენიმეს პნევმონია აქვს დადგენილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ საჭიროებენ მართვით სუნთქვას

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე

კომენტარები