რეანიმაციულ განყოფილებაში 6 პაციენტი გვყავს. ერთი პაციენტი თერაპიულ განყოფილებაში გუშინ გადმოვიყვანეთ. მას ადრეც ვახსენებდი - ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იყო, შაქრიანი დიაბეტით და ყველა გართულებით. ამ ეტაპზე, ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია, შეესაბამება მის ქრონიკულ მდგომარეობას და რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან.
რატიანი: მართვით სუნთქვაზე მყოფი ქალის მდომარეობა სტაბილური გახდა, რამდენიმე დღეში გაეწერება





