აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 5 კილომეტრში, 4.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
საქართველოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 00:04 წუთზე მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიღრმე 27 კილომეტრი იყო.