ბოლნისი

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლნისში ადგილობრივები პოლიციელებსა და ექიმებს დაუპირისპირდნენ

შსს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბოლნისის სოფელ მუშევანში ადგილობრივები სამართალდამცავებსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს დაუპირისპირდნენ.  

ამავე ცნობებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ერთ-ერთ ოჯახში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, სამართალდამცავები და სოფლის რწმუნებული მივიდნენ, ოჯახის ახლობლებმა კი მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.

როგორც ინტერპრესნიუსთან საუბარში პარლამენტში ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი ამბობს, დაპირისპირების დროს არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, ინფიცირებულები ამ დრომდე სოფელში რჩებიან. 

ტაბულა მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს.

კომენტარები