ოჯახში ძალადობა

შსს: შემაკავებელი ორდერის დარღვევისა და ცოლზე ძალადობისთვის ბათუმში 1 პირი დავაკავეთ

შსს

შემაკავებელი ორდერის დარღვევისა და ცოლის მიმართ ძალადობისთვის ბათუმში 1 ადამიანი - 1988 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე თ.თ. დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულის ცოლის, 1981 წელს დაბადებული ნ.თ. -ს მიმართ შემაკავებელი ორდერი ფსიქოლოგიური ძალადობის გამო გამოსცეს. თ.თ-მ ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები დაარღვია და ცოლს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.  

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ოჯახში ძალადობასა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები