კორონავირუსი შვეიცარიაში

შვეიცარიაში მასშტაბური საჯარო ივენთების ჩატარება აგვისტოს ბოლომდე აიკრძალა

AFP

შვეიცარიის პარლამენტმა საჯარო ივენთების ჩატარება, რომელსაც 1000-ზე მეტი პირი დაესწრება, აგვისტოს ბოლომდე აკრძალა. ეს აკძალვა ზოგიერთ სპორტულ ღონისძიებებზე, მაღაზიებზე, რესტორნებსა თუ მუზეუმებზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე შევიდა ძალაში.

შვეიცარიაში სასაზღვრო პუნქტებზე დაწესებული შეზღუდვები 11 მაისიდან შემსუბუქდება. 8 ივნისიდან, მაყურებლების გარეშე ვარჯიშის გაგრძელების უფლება სხვადასხვა სპორტულ ჯგუფებსაც მიეცემათ.

ამ დროისთვის შვეიცარიაში 5 ადამიანზე მეტის შეკრებაა აკრძალული. 

29 აპრილის მონაცემებით, შვეიცარიაში კორონავირუსით ინფიცირების 29,407 შემთხვევაა აღწერილი, აქედან 1,699 პირი გარდაიცვალა, ხოლო 22,600 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები