კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში - 517

საქართველოში კოორნავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, დადასტურებულია ინფიცირების 517 შემთხვევა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. 

საქართველოში ამ დრომდე კორონავირუსისგან 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა. 

კარანტინის რეჟიმში 5 153 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 549. 

საქართველოში, კორონავირუსის გამო, 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება. ასევე, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებებიც და დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა.

როგორ მოიხსნება შეზღუდვები - მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წაიკითხეთ აქ.

კომენტარები