ცინარიძის დაკავება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს

დავით ცინარიძე
შსს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფრომაციია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

სხვა დეტალებზე ამ დროისთვის უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ. 

ცინარიძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობას 2015 წლის აგვისტომდე იკავებდა. 

კომენტარები