კორონავირუსი საქართველოში

თავართქილაძე: რესპუბლიკურში Covid 19-სგან უკიდურესად მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა

მეტრონომი

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსის, თეა თავართქილაძის თქმით, მათ კლინიკაში 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის ერთის მდგომარეობა "უკიდურესად მძიმე" იყო. .

"ოთხი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, მათ შორის სამი - დღეს დატოვებს კლინიკას. ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, მას ჰქონდა ონკოჰემატოლოგიური დაავადება რეფრექტერული ქიმიოთერაპიის მიმართ. მინდა, სასიხარულო ინფორმაცია ვაცნობო ყველას, რომ ის კოვიდინფექციისგან გამოჯანმრთელებულია, ორი პასუხი მოვიდა უარყოფითი, ამიტომ მკურნალობა გაგრძელდება მისი ძირითადი დაავადების კუთხით“, – თქვა თავართქილაძემ პირველი არხის ცნობით.

საქართველოში კორონავირუსი 511 ადამიანს აქვს დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 151 და გარდაიცვალა 6 პაციენტი.

კომენტარები