კორონავირუსი ამერიკაში

ტრამპის თქმით, სადეზინფექციო ხსნარების არამიზნობრივად მოხმარების ზრდაზე პასუხს არ აგებს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დოლანდ ტრამპის თქმით, სადეზინფექციო ხსნარების არამიზნობრივად მოხმარების ზრდაზე პასუხისმგებლობას არ იღებს - ამის შესახებ მას ჟურნალისტებმა კითხვები პრეს-კონფერენციის დროს დაუსვეს.

პრეზიდენტს ჰკითხეს, თუ იცის, რატომ გაიზარდა სადეზინფექციო ხსნარების არამიზნობრივი მოხმარების ფაქტები, რაზეც მან უპასუხა: "წარმოდგენა არ მაქვს, რატომ".

ამის შემდეგ, მას ჰკითხეს, თუ იღებს პასუხისმგებლობას სადეზინფექციო ხსნარების მოხმარების ფაქტების ზრდაზე, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ - არა. 

დონალდ ტრამპმა, გასულ კვირას, აშშ-ის მთავრობის კვლევის წარდგენისას თქვა, რომ სურს გადაამოწმოს, იკურნება თუ არა სადეზინფექციო და ანტისეპტიკური საშუალებების ორგანიზმში შეყვანით/დალევით ახალი კორონავირუსი.

ტრამპის იდეას ექიმები მაშინვე გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ამას შესაძლოა ფატალური შედეგები მოჰყვეს.

პულმონოლოგმა, დოქტორმა ვინ გუფთამ NBC ნიუსს უთხრა: "ნებისმიერი ტიპის გამწმენდი საშუალების ორგანიზმში შეყვანის ნებისმიერი განცხადება უპასუხისმგებლო და საშიშია".

ჩარლსტონელმა ექიმმა, კაშიფ მაჰმუდმა ტვიტერზე დაწერა:

"როგორც ფიზიკოსი, ვერ გავუწევ რეკომენდაციას სადეზინფექციო ხსნარის ინექციას ან ულტრაიისფერი დასხივებას კორონავირუსის დამარცხების მიზნით. არ მიიღოთ ტრამპის სამედიცინო რჩევა".

აშშ-ის კვების და წამლის ადმინისტრაციამ ასევე გააფრთხილა მოქალაქეები, არ მიიღონ/არ დალიონ სადეზინფექციო საშუალებები.

კომენტარები