კორონავირუსი საქართველოში

თეთრიწყაროს მერი: კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა, ჯამში 22

რუსთავი2

თეთრიწყაროში კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა. მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ქორიძის ინფორმაციით, ორივე შემთხვევა ე.წ სამედიცინო კლასტერს უკავშირდება. 

"ერთი მათგანი კარანტინიდან გადავიყვანეთ და გუშინ განეორებითმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. მეორე ინფიცირებული სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლის დედაა, რომელიც გუშინ გადაიყვანეს მარნეულის ჯეო ჰოსპიტალში და იქ აუღეს ანალიზები"- თქვა მერმა და აღნიშნა, რომ თეთრიწყაროში ჯამში 22 დადასტურებული შემთხვევაა.  

მისივე თქმით, კარანტინში 47 ადამიანი რჩება, თვითიზოლაციაში კი - 150. 

26 აპრილიდან, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი მკაცრ საკარანტინო რეჟიმში მოექცა. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც თეთრიწყაროში კორონავირუსით დაინფიცირების 19 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 15 - სამედიცინო პერსონალი იყო. 

კომენტარები