კორონავირუსი საქართველოში

გურიაში სასაფლაოებს სამართალდამცველებთან ერთად სამხედროებიც აკონტროლებენ

ტვ. პირველი

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სასაფლაოები დახურულია და მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს.

დღეს, 28 აპრილს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მიცვალებულთა მოხსენიების დღეს აღნიშნავს. ალბათობა დიდია, რომ მოქალაქეებმა სასაფლაოზე მისვლა გადაწყვიტონ. აქედან გამომდინარე, გურიაში სასაფლაოებს სამართალდამცველებთან ერთად სამხედროებიც აკონტროლებენ.

სასაფალოები 20 აპრილს დაიხურა. მთავრობის ადმინისტრაციაში ტაბულას უთხრეს, რომ ყველა შეზღუდვა, რომლის მოხსნაზეც მთავრობას კომენტარი არ გაუკეთებია, ძალაში რჩება და კონკრეტული შეზღუდვების მოხსნის შესახებ წინასწარ გააკეთებენ განცხადებას. 

როგორ მოიხსნება კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები - მთავრობის გეგმა ნახეთ აქ.

კომენტარები