ეროვნული ბანკი

ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა

Reuters

დღეს, 27 აპრილს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა.

უწყების ცნობით, აუქციონზე საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2035 შეადგინა.

როგორც ეროვნულ ბანკში ამბობენ, მიმდინარე წლის მანძილზე სავალუტო ინტერვენციებს უფრო აქტიურად განახორციელებენ.

"ახლა, როდესაც სავალუტო ბაზარზე არაორდინალური ვითარებაა, ბანკი უზრუნველყოფს ბაზრისთვის საჭირო ლიკვიდობის მიწოდებას როგორც უცხოური, ისე ეროვნული ვალუტით", - ვკითხულობთ ეროვნული ბანკის განცხადებაში.

20 მილიონი დოლარის გაყიდვის მიუხედავად, ლარი დოლართან მცირედით მაინც გაუფასურდა.

გაუფასურებამ 0.17 თეთრი შეადგინა და ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამჟამად 3.2044 ლარია.

კომენტარები