გირგვლიანის საქმე

მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე: უნდა ამეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადავმდგარიყავი

ეს საქმე არის დიდი ტრაგედია, უპირველეს ყოვლისა, გირგვლიანის ოჯახის წევრებისა და მეგობრებისათვის. საქმე იქცა პოლიტიკურ საკითხად, ჩვენი ხელისუფლებისათვის, ჩემი მეგობრებისთვის, პირადად ჩემთვის. მე ვთვლი, რომ უნდა ვყოფილიყავი უფრო მტკიცე და უნდა მიმეღო თამამი გადადწყვეტილება თავის დროზე. როგორც მინიმუმ, უნდა ამეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და უნდა გადავმდგარიყავი. მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხი განიხილებოდა, მათ შორის ჩემს მიერაც, საკითხს განიხილავდა რამდენიმე ადამიანი პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან, სხვადასხვა დროს იყო სხვადასხვა მოსაზრებები, მაგრამ ეს საკითხი გადაწყდა, როგორც გადაწყდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, უპირველეს ყოვლისა ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, ჩემი გადადგომა უკეთესი იქნებოდა.

თქვა შინაგან საქმეთა და ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, მთავარი არხის ეთერში.

კომენტარები