კორონავირუსი საქართველოში

კალაძე: როცა იქნება სპეციალისტების მოწოდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას დაიწყებს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მაშინ, როდესაც სპეციალისტების რჩევა იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგება.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან გაჟღერებული იყო ეტაპები შეზღუდვების მოხსნის, ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ. ჩვენ ბრძოლა არ დაგვისრულებია. ბრძოლა გრძელდება. შესაბამისად, ყველას მინდა ვთხოვო, მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად დიდი სიფრთხილე გამოვიჩინოთ არსებულ სიტუაციაში. 

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და როგორც კი იქნება დარგის სპეციალისტების მხრდინ რჩევა და მოწოდება, რომ შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაშვება, მაშინვე იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება", -  თქვა კალაძემ. 

საქართველოში, კორონავირუსის გამო, 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 27 აპრილამდე აკრძალულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება. ასევე, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებებიც და დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა. ონლაინვაჭრობა შეზღუდულად მიმდინარეობს. 

როგორ მოიხსნება შეზღუდვები - მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წაიკითხეთ აქ.

კომენტარები