გუშინ მილიარდერის წარმომადგენელმა, ბატონმა გიორგი გახარიამ, ყველა არ მოატყუა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი საზოგადოებრივი ფენა და კატეგორია, რომელიც დახმარების მოლოდინშია, არც კი უხსენებია, სათვალავშიც კი არ ჩააგდო, შესაბამისად ვერც მოატყუებდა. ესაა ენით აღუწერელი კადნიერება, რაც გახარიამ გუშინ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს აკადრა.
გუშინ გახარია საუბრობდა ციფრებზე, პროცენტებზე, შავი გაასაღა თეთრად... თურმე არ ჰქონია ამ ყველაფერზე საუბრის საფუძველი. არ ჰქონდა, არ აქვს და კიდევ ერთი თვე მინიმუმ არ ექნება ბიუჯეტი. საგანგებო ბიუჯეტი არ არის. არ არსებობს 3 მილიარდ 500 მილიონი ლარი - არ არსებობს, ხალხნო.
თავიდან ბოლომდე გუშინდელი პრეზენტაცია იყო პროპაგანდა, მეტი არაფერი და ემსახურებოდა, ალბათ, რამდენიმე დღით თავიანთი ძირითადი ნაკლოვანებების გადაფარვას. მაგრამ, რამდენიმე დღეც ვერ გასტანა, უკვე ყველამ ვიცით რასთ,ან გვაქვს საქმე