კორონავირუსი საქართველოში

ნიჟარაძე: აჭარაში covid19-ის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, თურქეთში მოგზაურობის ისტორიით

იმედი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, კორონავირუსი აჭარაში კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. მისი თქმით, ინფიცირებული სარფის გამშვები პუნქტიდან სამი დღის წინ შემოვიდა და საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

ნიჟარაძის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსი კიდევ ორმა პაციენტმა დაამარცხა. მათ საავადმყოფო უკვე დატოვეს.

„დღეს დილის ინფორმაციით დაგვემატა ერთი ახალი შემთხვევა. პაციენტი სამი დღის წინ არის თურქეთიდან შემოსული, სარფის გავლით და იმყოფებოდა საკარანტინო სივრცეში, შემხებლობა მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან არ ჰქონდა. 37 დადასტურებული შემთხვევის მდგომარეობა უცვლელია, ყველა გახლავთ მსუბუქი მიმდინარეობით და ერთი გვრჩება სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში", - თქვა ნიჟარაძემ. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 456-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 132 და გარდაიცვალა 5 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 4 949 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 555.

კომენტარები