ახალი კორონავირუსი იტალიაში

იტალიაში ახალი კორონავირუსით, სულ მცირე, 150 ექიმი გარდაიცვალა

AFP - Getty Images

იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტის გამო, სულ მცირე, 150 ექიმი გარდაიცვალა.

CNN-ის ინფორმაციით, იტალიაში COVID 19-ით ინფიცირებული პირების დაახლოებით 10% ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელია.

25 აპრილის მონაცემებით, სულ იტალიაში კორონავირუსით 192 994 ინფიცირებულია, აქედან 25 969 გარდაიცვალა და 60 498 პირი განიკურნა.

ცნობისთვის, იტალია კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას 4 მაისიდან დაიწყებს. ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი 3 მაისამდე გახანგრძლივდა. თუმცა, 14 აპრილიდან გაიხსნა წიგნების, ბავშვების ტანსაცმლისა და საკანცელარიო მაღაზიები.

კომენტარები