ახალი კორონავირუსი იტალიაში

სილვიო ბერლუსკონის COVID 19 დაუდასტურდა

იტალიის ყოფილ პრემიერმინისტრს, სილვიო ბერლუსკონის COVID 19 დაუდასტურდა. იგი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.

83 წლის ბერლუსკონი სახლიდან აგრძელებს მუშაობას და სექტემბერში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში საკუთარი პარტიის, ფორცა იტალიას მხარდაჭერასაც აანონსებს.

2 სექტემბრის მდგომარეობით, იტალიაში ახალი კორონავირუსის  სულ 271 515 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 35 497, ხოლო გამოჯანმრთელდა 208 201 ადამიანი.

კომენტარები