მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

გახარია: 27 აპრილიდან მანქანების გადაადგილება, აგრარული ბაზრები და ონლაინ ვაჭრობა აღდგება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

ორშაბათიდან, 27 აპრილიდან მანქანების გადაადგილება, ტაქსის მუშაობა, აგრარული ბაზრები და ონლაინ ვაჭრობა აღდგება.

ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვები ეტაპობრივად, 2 კვირის ინტერვალებით მოიხსნება იმ დაშვებით, რომ ეპიდემიოლოგიურ სურათზე დაყრდნობით გადაწყვეტლებები გადაიხედება. .

კომპანიები და ადამიანები ვალდებულები იქნებიან, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია დაიცვან.

გახარიასვე თქმით, 2 კვირის შემდეგ აღდგება მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობები, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები, კომპიუტერების, პირადი საყოფაცხოვრებო ტექნიკის რემონტი და სარეკრეაციო სივრცეების ფუნქციონირება.

კიდევ ორი კვირის შემდეგ კი გაიხსნება საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩებიდან.

გახარიამ ასევე თქვა, რომ სოციალური დისტანცირება დადგენილი წესების შესაბამისად აუცილებელი იქნება. ასევე, აუცილებელი იქნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება. ასევე, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული დისტანციური მუშაობის ფორმები, რათა ფიზიკური კონტაქტი მაქსიმალურად შევამციროთ.

კომენტარები