მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

სოც. დაუცველები, მრავალშვილიანი ოჯახები და შშმ პირები 6 თვის მანძილზე თვეში 100 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობა

გახარიას თქმით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 000-სა და 100 ათასს შორის, 6 თვის განმავლობაში 600 ლარს, ანუ თვეში 100 ლარს მიიღებენ.

მისი განცხადებით, ეს დახმარება 70 ათას ოჯახს - 190 ათას მოქალაქეს შეეხება.

გარდა ამისა, გახარიას თქმით, ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არის 0-დან 100 ათასამდე და ჰყავთ 3 ან მეტი, 16 წლამდე ასაკის შვილი, (რაც ნიშნავს მრავალშვილიან ოჯახს), 6 თვის განმავლობაში ასევე თვეში 100 ლარს მიიღებენ.

ასეთი ოჯახების რაოდენობა 21 000 ოჯახია და ჯამში 121 ათას მოქალაქეს ეხება.

რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ბავშვებს - 6 თვის განმავლობაში ისინი თვეში ასევე 100 ლარს მიიღებენ.

გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

კომენტარები