ოჯახში ძალადობა

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა ცოლზე ძალადობისთვის 1985 წელს დაბადებული ა.კ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, "მამაკაცმა ცოლს - 1972 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა".

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრზე ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები