კორონავირუსი საქართველოში

გოგიჩაიშვილი: ყველას არ აქვს ფუფუნება, გალაღებული იყოს და TikTok-ებით გაართოს მოქალაქეები

კითხვები ჩნდება - რა არის ის შედეგი, რაც ჩვენ უნდა მივიღოთ? რა გარანტია გვაქვს, რომ 22 მაისს დავამთავრებთ [საგანგებო მდგომარეობას]? ან თუ არ გვაქვს გარანტია, მაშინ წინასწარ უნდა მოვამზადოთ საზოგადოება, რომ ადამიანებმა დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება.

სამწუხაროდ, ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გალაღებული იყოს სახლში და TikTok-ებით გაართოს ჩვენი მოქალაქეები. ზოგს ამოეწურა ფინანსური რესურსი, ზოგს არ ამოეწურა.

ჩვენ გვჭირდება პროგნოზირება. თითოეული ადამიანი იმსახურებს, რომ მან დაგეგმოს ხვალინდელი დღე და ეს პროგნოზირება უნდა გაკეთდეს მთავრობის და ხელისუფლების დახმარებით, ლოგიკა უნდა არსებობდეს ამ გადაწყვეტილების მიღების. თუ მიმართეთ [პრეზიდენტს] ბრძანების 10 მაისამდე გამოსაცემად, რატომ მოხდა მერე ერთ დღეში ცვლილება 22 მაისამდე? ჩვენ ხომ ვიმსახურებთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას? 

პარლამენტის დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული ზოგიერთი შეზღუდვა გააკრიტიკა და თქვა, რომ პრემიერმინისტრი პარლამენტში უნდა მივიდეს და ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი, რაც მოქალაქეებს აქვთ.

კომენტარები