One Punch Man

ანიმეს One Punch Man მხატვრული რიმეიქი ექნება

Econotimes

კინოსტუდია Sony პოპულარული ანიმეს One Punch Man მხატვრულ რიმეიქს გადაიღებს. 

მომავალ ფილმზე ვენომის სცენარისტები სკოტ როზენბერგი და ჯეფ პინკერი იმუშავებენ. პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სპაიდერმენისა და იქს-ადამიენების ტრილოგიების პროდიუსერი ავი არადია.

One Punch Man თავდაპირველად ვებ კომიქსის იყო. პოპულარობის მოპოვების შემდეგ, 2012 წელს, შემქმნელებმა მანგა გამოსცეს, რომელსაც ანიმე სერიალი მოყვა. მსოფლიო პოპულარობა შოუს სტრიმინგ სერვისმა Netflix მოუტანა.

სერიალის მთავარი პერსონაჟი სუპერგმირი საიტამაა, რომელიც ნებისმიერ ოპონენტს ერთი დარტყმით ამარცხებს.   

კომენტარები