კორონავირუსი საქართველოში

პრეზიდენტი: კანონს უნდა ვემორჩილებოდეთ იმედით, რომ ხვალიდელ დღეს ვიცავთ და არა ჯარიმის შიშით

მინდა ყველას მადლობა გითხრათ მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობისთვის და იმ თვითშეგნებისთვის, რაც ამ მძიმე პერიოდში გამოიჩინეთ. ჩვენი ერთობლივი ვალდებულებაა ბოლომდე გავუძლოთ ამ განსაცდელს და კანონი სრულყოფილად დავიცვათ. კანონს უნდა ვემორჩილებოდეთ არა ჯარიმების შიშით, არამედ იმის შეგნებითა და იმედით, რომ ამით ვიცავთ ხვალინდელ დღეს. ამ კრიზისის დასაწყისში გადაწყვეტილი იყო, რომ არ დაგვიანებულიყო საჭირო ზომების მიღება, დღეს კი, მთავარია, ნაადრევად არ მოიხსნას ჯერ კიდევ აუცილებელი შეზღუდვები. მჯერა, რომ გონივრული, თანმიმდევრული ნაბიჯებით და ჩვენი ერთიანობით, ამ ეტაპსაც წარმატებით გადავლახავთ და 26 მაისისთვის ვითარება იქნება გაცილებით უკეთესი

საქართევლოს პრეზიდენტი სალომე ზურაბშვილი. მან საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების ბრძანება გამოსცა

კომენტარები