კორონავირუსი საქართველოში

ჩიქოვანი: 2-3 კვირის მანძილზე ვიქნებით ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიურ, პიკურ ფაზაში

ფართოვდება კლასტერები სამწყხაროდ და სულ უფრო მძიმდება და რთულდება წყაროს დადგენა, საიდან ეს კლასტერები ვრცელდება.

ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზეა. სპეციალისტების ანალიზის მიხედვით, შემდგომი 2-3 კვირის მანძილზე ვიქნებით ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიურ, პიკურ ფაზაში. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების გადაწყვეტილებებს და მოქმედებებს კიდვ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება.

ორშაბათიდან, ანუ 27 აპრილიდან, დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. ამასთან, სპეციალისტების პროგნოზით, 2-3 კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში, აქტიურად შევძლებთ დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორციელება და ეკონომიკური ცხოვრებისთვის ხელშეწყობა

პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ. საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა 27 აპრილამდე, ხოლო საგანგებო მდგომარეობა - 23 მაისამდე გაგრძელდება.

კომენტარები