კორონავირუსი საქართველოში

რესპუბლიკურის დირექტორი: სამ პაციენტს აქვს მძიმე პნევმონია, მართვით სუნთქვას არ საჭიროებენ

facebook

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, დაინფიცირებული პაციენტებიდან სამს აქვს შედარებით მძიმე პნევმონია, თუმცა მართვით სუნთქვას არცერთი მათგანი არ საჭიროებს.

"ამ წუთას კლინიკაში 59 პაციენტია, აქედან 39 არის დადასტურებული კოვიდინფექცია. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფლებელია, სამ პაციენტს აქვს შედარებით მძიმედ მიმდინარე პნევმონია, მაგრამ მართვითი სუნთქვა ჯერჯერობით არცერთს არ სჭირდება.

დღეს ანალიზს ვუღებთ 18 პაციენტს, გარდა ამისა საკარანტინო ზონიდან გადმოვიყვანთ ორ პაციენტს და მათაც ავუღებთ ანალიზს. ნაწილს კი, სწრაფ ტესტს ჩავუტარებთ თვითონ საკარანტინო ზონებში, დაახლოებით 100-მდე ტესტირება გაკეთდება", - თქვა გოფოძემ.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 408 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 95 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები