კორონავირუსი საქართველოში

შსს-მ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის კიდევ 182 პირი დააჯარიმა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 182 პირი დააჯარიმეს. 

20 აპრილის 21:00 საათიდან 21 აპრილის 06:00 საათამდე სამართალდამცველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 78 მოქალაქე დააჯარიმეს. გარდა ამისა, შსს-ის ცნობით, მათ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, 66 მოქალაქე დააჯარიმეს, ხოლო მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის - 38. 

ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 3 000 ლარია. 

საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინო წესების დარღვევის გამო გამოწერილმა ჯარიმებმა 21 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით 8 665 000 ლარი შეადგინა.

კომენტარები