საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ბათუმში გვიან ღამით სახლი დაიწვა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

ქალაქ ბათუმში გვიან ღამით იმედაშვილის ქუჩაზე სახლს ცეცხლი გაუჩნდა. სახლში მყოფმა ადამიანებმა გარეთ გასვლა დროულად მოახერხეს და, შესაბამისად, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა და ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა საცხოვრებელი სრულად დაიწვა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. 

კომენტარები