2020 წელს გარდაცვლილები

ინგლისელი ბასისტი მეთიუ სელიგმანი კორონავირუსით გარდაიცვალა

Happy Mag

ინგლისელი მუსიკოსი მეთიუ სელიგმანი 64 წლის ასაკაში ახალი კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

სელიგმანი 80-იან წლებში ნიუ ვეივ ბენდის The Soft Boys ერთ-ერთი დამფუძნებელი და შეუცვლელი წევრი იყო. 1985 წელს ისტორიულ კონცერტზე Live Aid დევიდ ბოუის გამოსვლა გააფორმა, შემდგომში ბოუისთან ერთად კიდევ ერთ ალბომზე იმუშავა. რეგულარულად თანამშრომლობდა მუსიკალურ პროდიუსერთან თომას დოლბისთან და მის ნამუშევრებში ბასის პარტიას ასრულებდა. სელიგმანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სწორედ დოლბიმ გაავრცელა:

"კორონავირუსის ფონზე სელიგმანს ჰემორაგიული ინსულტი დაემართა, რომლისგან გამოჯანმრთელება ვეღარ შეძლო. ექიმებმა მას 12-დან 24 საათამდე დრო მისცეს. სამწუხაროა რომ ასეთი სევდიანი ამბის გავრცელება მიწევს. ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა 40 წელს ითვლიდა,"-ამბობს დოლბი.

კომენტარები