შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაზრახ მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს.
1998 წელს დაბადებული გ.ვ. თბილისში აიყვანეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მისსავე უბანში მცხოვრებ მამაკაცს - 1973 წელს დაბადებულ ა.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად, ა.ა. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





