აღდგომის დღესასწაული

ბაგრატის ტაძარში დისტანციის გარეშე მრავალრიცხოვანი მრევლი ლიტანიობს

ირაკლი ვაჩიბერაძე

ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში, დისტანცია დაცული არ არის - გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მრავალრიცხოვანი მრევლი დისტანციის გარეშე ლიტანიობს.

დისტანცია აზრსმოკლებულია, რადგან მრევლს კვლავ საერთო კოვზით აზიარებენ. მიუხედავად ამისა, მორწმუნეების ნაწილი ფორმალურ წესებსაც არ ემორჩილება. 

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, სააღდგომო ღამისთევის წირვაზე დასასწრებად, მორწმუნეები ტაძრებში 21:00-მდე უნდა შეიკრიბონ და კომენდანტის საათის დასრულებისას 06:00-ზე დაიშალონ. 

კომენტარები